ბოკერია: არ უნდა მოხდეს, თუმცა შერეული მოდელის პირობებში ლოგიკურია ოპოზიციაში კოორდინაცია

თუ ასეთი [შერეული] მოდელი შენარჩუნდა, რაც არ უნდა მოხდეს, მაშინ აბსოლუტურად ლოგიკური რამაა, რომ ოლქების ნაწილში მაინც ოპოზიციამ კოორდინაცია მოახდინოს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ იყოს ვადამდელი და პროპორციული არჩევნები, რაც აბსოლუტურად მიღწევადია. თუ დადგა ის მოდელი, რაც თქვენ ახსენეთ, მაშინ ისე მოვიქცევით, როგორც ლოგიკური და რაციონალურია

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პასუხობს მთავარი არხის შეკითხვას, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს არსებული საარჩევნო მოდელით დანიშნავს. ოპოზიციური ფლანგი გაერთიანდა და მათი მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნებია.

კომენტარები