აქცია ვერის პარკში

ფალავანდიშვილი: რაღაცაში ვაგებთ, რაღაცაში ვიგებთ - მაგალითად, ქალიშვილობის ინსტიტუტში

რაღაცაში წავაგეთ, რაღაცაში მოვიგეთ. რაში წავაგეთ? მაინც რომ შედგა ეს ჩვენება და მთავრობას ფეხებზე ჰკიდია ჩვენი მოთხოვნა. ჩვენ ჩვენი მოთხოვნა არ გვგონია ვიწრო ჯგუფის, ეს მგონია ერის მოთხოვნა...ჩვენ ყოველ წამს ვაგებთ. ჩვენ ვაგებთ განათლების სისტემაში, ჩვენ ვაგებთ პარლამენტის კანონებში, ჩვენ ვაგებთ თქვენს ტელევიზიებში, უამრავში. ამას ვაგებთ, მაგრამ რაღაცაში ვიგებთ - მაგალითად, ეკლესიის რეიტინგში, მაგალითად, ტრადიციების დაცვაში, ქალიშვილობის ინსტიტუტში, ვაჟკაცობაში, პატივისცემაში, ღირსებაში.

ძალადობრივი ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი ვერის ბაღში გამართულ აქციაზე, სადაც პროპუტინისტული ჯგუფები აპროტესტებდნენ ჩვენებას ფილმისა "და ჩვენ ვიცეკვეთ".

კომენტარები