საქართველოს საპატრიარქო

მეუფე პეტრე: ღმერთი აღელდა სოდომსა და გომორში და მე რომ ვიყო აღელვებული გასაკვირი არაა

ღმერთი აღელდა სოდომსა და გომორაში და მე რომ ვიყო აღელვებული ამ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, გასაკვირი არაა.

ამბობს განყენებული მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ტვ პირველის ეთერში. 31 ოქტომბერს წმიდა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა. მეუფე პეტრემ თქვა, რომ მან სინოდის სხდომის მომდევნო დღეს გაგრძელება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა უარი მიიღო.

კომენტარები