საქართველოს საპატრიარქო

მეუფე პეტრე: ეს იყო დაგეგმილი, მზაკვრული, შეთანხმებული სცენარი

exclusivenews.ge

"რა თქმა უნდა ველოდი, ეს იყო დაგეგმილი, მზაკვრული, შეთანხმებული სცენარი", - ასე პასუხოს განყენებული მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ტვ პირველის ეთერში ჟურნალისტის კითხვას, ელოდა თუ არა, რომ მისი საკითხი სინოდის სხდომაზე მთავარ საკითხად იქნებოდა განხილული.

მისივე თქმით, სინოდის სხდომის შესახებ მან დღე-ნახევრით ადრე გაიგო.

"თუ ჩემი საკითხი განიხილებოდა, მე, როგორც მინიმუმ სინოდის წევრს და მათი მხრიდან ბრალდებულს, უნდა მცოდნოდა. რა თქმა უნდა ეს იყო უკანონობა, მაგრამ ამ უკანონობაში ცხოვრობს და არსებობს საქართველოს ეკლესია უკვე ათწლეულებია", - ამბობს მიტროპილიტი პეტრე.

პეტრე ცაავამ ტვ პირველთან საუბარსი განმარტა, რომ იგი პატივისა თუ ხარისხის შენარჩუნებისღვის კომპრომისზე წასვლას არ აპირებდ, - "ჩემი ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა არ უნდა დამეთმო".

გუშინ, 31 ოქტომბერს წმიდა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა. მეუფე პეტრემ თქვა, რომ მან სინოდის სხდომის მომდევნო დღეს გაგრძელება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა უარი მიიღო. 

სინოდის სხდომას წინ უძღოდა 26 ოქტომბერს მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება. მან თქვა, რომ გიორგი გახარია, ვახტან გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი მას პატრიარქის ჩამოშორებაზე "ეჩალიჩებოდნენ."

კომენტარები