მეუფე იაკობის განცხადება

გომელაური: მეუფე იაკობს ვიცნობ, ტრაპეზზე თუ საეკლესიო დღესასწაულებზე ბევრჯერ შევხვედრილვართ

დანაშაული თუ რაღაცა გამოვლინდება მისი საუბრიდან, პროკურორი გადაწყვეტს დაიწყოს თუ არ დაიწყოს, მე რა უნდა ვთქვა ეხლა. ის თემა, რომ მე დამასახელა, არ ვიცი ახლა... დაასახელა ყოფილი პრემიერი, დღევანდელი პრემიერი და მე და ნუ, არ ვიცი ეხლა, რატო დაასახელა.

კომუნიკაცია როგორ არ მაქვს... როგორ არ ვიცნობ, ძალიან კარგად ვიცნობ არამარტო იაკობს, არამედ ძალიან ბევრ მეუფეს და ტრაპეზი იყო თუ დღესასწაულები საეკლესიო, ბევრჯერ შევხვედრილვართ

შინაგან საქმეთა მინისტრი პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსისი, მეუფე იაკობის ბრალდებებზე მედიის კითხვებს პასუხობს. [სტილი დაცულია]

კომენტარები