Google

Google-მა საძიებო სისტემაში დიდი ცვლილება შეიტანა

კომპანიამ Google თავისი საძიებო სისტემა განავითარა და სასურველ კითხვაზე პასუხის პოვნა ბევრად უფრო მარტივი გახდება. Google-ს შეეძლება, სრული სიზუსტით გააანალიზოს კითხვა, რომელსაც სვამს მომხმარებელი. 

როდესაც Google-ში ვწერდით "ვიყიდოთ წამალი აფთიაქში" საიტი ამახვილებდა ყურადღებას სიტყვებზე "აფთიაქი" და "წამალი" და შედეგებსაც ამ ორი სიტყვის მიხედვით გვაჩვენებდა. ახალი სისტემა - BERT (Bidirectional Encoder Representations From Transformers ) მთლიან წინადადებას და ამ წინადადებაში სიტყვების წყობასაც გაითვალისწინებს, რათა უკეთესად გაიგოს, თუ რას ეძებენ მომხმარებლები. 

მაგალისთვის: საძიებო სისტემაში ასეთი კითხვის ჩაწერის შემთხვევაში: "შეგიძლია თუ არა ვინმესთვის აფთიაქიდან წამალი წამოიღო" (ანუ, თუ არის შესაძლებელი ადამიანისთვის მისი რეცეპტით აფთიაქში წამალი შენ რომ იყიდო) ადრე Google შემოგვთავაზებდა შემდეგ სტატიას: "როგორ ავიღოთ წამლის რეცეპტი", ხოლო ახალი სისტემა შემოგვთავაზებს ზუსტ სტატიას - "შეუძლია თუ არა პაციენტის მეგობარს ან ოჯახის წევრს მისი რეცეპტით იყიდოს წამალი".

"ეს არის ერთადერთი ცვლილება, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გვქონდა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასაწყისიდან-დღემდე" თქვა Google-ის ძიების ვიცე პრეზიდენტმა პანდუ ნაიაკიმ

ნაიაკის თქმით, BERT გამოიგონეს კომპლექსური ძიების გასამარტივებლად, ამიტომაც ბევრ რამეს - მაგალითად ცალკეულ სიტყვებს, ეს სისტემა არ შეეხო. თავდაპირველად, BERT-ს მხოლოდ აშშ-ში ინგლისურ ენაზე ძიების დროს გამოიყენებენ. 

კომენტარები