მამუკა ხაზარაძის პარტია "ლელო" 12 დეკემბერს დაფუძნდება

პარტია ლელო 12 დეკემბერს დაფუძნდება. ამის შესახებ განცხადება მამუკა ხაზარაძემ დღეს გააკეთა. მისივე თქმით, პარტიის ოფისი თბილისი ცენტრალში იქნება, სადაც "ყველა გზა მიდის."

ხაზარაძე ამბობს, რომ პარტიაში გაწევრიანება არის ღია და ის თავად შეხვდება მომავალ წევრებს და გაესაუბრება. 

"მე და ჩემი გუნდი, ხელის ჩამორთმევით, თვალებში ჩახედვით, იმისათვის რომ ჩვენ ერთად გამოვიდეთ დამარცხებული მდგომარეობიდან და გადავიყვანოთ ქვეყანა გამარჯვებისკენ," - ამბობს ხაზარაძე. 

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" პრეზენტაცის ანაკლიაში, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს გამართა. 

კომენტარები