ვარსკვლავები

ვარსკვლავები, რომლებსაც კარიერა დაენგრათ და გაკოტრდნენ

არიან ვარსკვლავები, რომლებსაც ხშირად ვხედავდით ეკრანებზე, ან რომელთა შესახებაც წაგვიკითხავს უამრავი სტატია, ხოლო ისინი მოულოდნელად გაქრნენ. ამ ადამიანებს, თითქოს არც უარსებიათ, თუმცა მათი სახელები მაინც გვეცნობა. ჩვენ გავიხსენეთ ვარსკვლავები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო კარიერის აწყობა არ გამოუვიდათ და გაკოტრდნენ

აარონ კარტერი 

აარონ კარტერი, 2000-იანი წლების დასაწყისში  პოპულარული ახალგაზრდა მომღერალი იყო. მის მუსიკალურ ვიდეოს Youtube-ზე 15 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. თუმცა, 2013 წელს კარტერი გაკოტრდა და 2 მილიონი დოლარი დაკარგა.

 

ამანდა ბაინსი

ამნდა ბაინსი არხის Nickelodeon ვარსკვლავი იყო და უმეტესობას ფილმებიდან She's the Man და What a Girl Wants ეცნობა. თუმცა, ასაკთან ერთად, ბაინსმა პოპულარობაც დაკარგა და სამსახიობო კარიერას თავი დაანება, რის შემდეგაც თავი დიზაინერობაში მოსინჯა, თუმცა არც თუ ისე წარმატებულად. 

ჯეკ გლისონი

მას შემდეგ, რაც გლისონმა სერიალში Game Of Thrones ჯოფრი ბარათეონის როლი შეასრულა და სერიალიდან 2014 წელს წამოვიდა, მან ლონდონის ერთ-ერთ თეატრალურ დასში დაიწყო მოღვაწეობა, თუმცა დასი ნელ-ნელა იშლება. 

VANILLA ICE

მომენტში, როდესაც VANILLA ICE-მა გააცნობიერა, რომ მისი პოპულარობის წლები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, მომღერალმა უძრავი ქონების გასაყიდი საიტი შექმა. ახლა ყოფილი ვარსკვლავი ინვესტორებს უძრავი ქონების გაყიდვით ფულის მოგების გზებს ასწავლის. 

50 Cent

50 Cent-მა, რომელიც ჟურნალმა Forbes 2015 წელს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რეპერად დაასახელა,  არასწორი ინვესტიციებისა და ხანგრძლივი სასამართლო პროცესის გამო მთელი ქონება დაკარგა. ერთმა ქალმა რეპერი დაადანაშაულა იმაში, რომ ამ უკანასკნელმა მისი სექს ვიდეო ინტერნეტში გაავრცელა. საბოლოოდ პროცესი 2016 წელს დასრულდა და 50 Cent-ს ვალი, 23 მილიონი დოლარის ოდენობით, გასასტუმრებელი დარჩა. 

ჯონი დეპი

ჯონი დეპმა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში 650 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, თუმცა მსახიობმა მთელი ქონება გაფლანგა. საბოლოოდ კი საკუთარ აგენტებს ფულის არასწორი ხარჯვისთვის უჩივლა. 

კომენტარები