საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხვალ, 20 ოქტომბერს, გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მათი თქმით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე მძღოლებმა გვირაბის შემოვლითი გზით უნდა ისარგებლონ.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, დაგეგმილია ვინტილატორის დამონტაჟება. რის გამოც, 2019 წლის 20 ოქტომბერს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, აღნიშნული საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა",-წერია განცხადებაში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის კოორდინაციითა და ზედამხედველობით განხორციელდება.