ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია

გიორგი ვაშაძე: პოლიტიკური ამნისტია არასწორად მიმაჩნია

პოლიტიკური ანგარიშსწორება საქართველოში უნდა დასრულდეს, ეს ცალსახაა და ამაზე სრული კონსენსუსია და ეს იყო ჩვენი საპრეზიდენტო კამპანიის განაცხადი. რატომ უნდა დასრულდეს? იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა. რას ნიშნავს ეროვნული თანხმობა? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვთანხმდებით გარკვეულ საკითხებზე და რაც მთავარია, გვაქვს მექანიზმი, როგორ ვთანხმდებით ამ საკითხებზე. არის თუ არა ამნისტია ამის მექანიზმი? არა ამნისტია ამის მექანიზმი ვერ იქნება. ამნისტია არის პოლიტიკური აქტი, რომლითაც ვამბობთ, რომ პოლიტიკოსებს ყველაფერი ეპატიებათ.

ეს არასწორად მიმაჩნია არამარტო იმიტომ, რომ დღეიდან ან გუშინ ჩადენილ ქმედებებზე ვაპირებთ ამ აქტს, არამედ ხვალ ვინც იქნება, უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკოსობა არ ნიშნავს, რომ რამდენიც გინდა, მოიპარე, რამდენიც გინდა დააშავე და შემდეგ ეს ყველაფერი შეიძლება ჩამოგეწეროს

მაშინ რა მექანიზმით შეიძლება, მივაღწიოთ ეროვნულ თანხმობას? ჩვენ ამის მექანიზმი ზუსტად ერთი წლის წინ წარვადგინეთ და ვიმეორებთ ზუსტად იმავეს: უნდა შევქმნათ დროებითი ინსტიტუცია უცხოელი მოსამართლეების მონაწილეობით, გერმანელი, ფრანგი, ბრიტანელი, ამერიკელი და ა.შ. მოსამართლეების მონაწილეობით, რომლებიც გადაწყვეტილებას მიიღებენ კონკრეტულ საქმეებზე, სადაც პოლიტიკოსები ფიგურირებენ, არის თუ არა დანაშაულის შემადგენლობა. ამას სულ 6 თვე სჭირდება

ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ერთერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროპული საქართველოს დეპუტატ გიგა ბოკერიას ნათქვამს გამოეხმაურა, რომ ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ უნდა მოჰყვეს. მთავარი არხის ეთერი

კომენტარები