ხანძარი

"თერგის" ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, "თერგის" ბაზრობის ტერიტორიაზე, სავაჭრო ჯიხურებში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.  

ტერიტორიაზე ამ დროისთვის 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.  

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეორე სართულზე, სათამაშოების მაღაზიებს გაუჩნდა.  

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები