კოალიციური მთავრობა

ნაცვლიშვილი: ამ მოცემულობაში "ოცნებასთან" და ენმ-სთან კოალიციაში ყოფნას არ განვიხილავთ

პრეზიდენტი

"ჩვენ არ განვიხილავთ კოალიციაში შესვლას ქართულ ოცნებასთან და არც ნაციონალურ მოძრაობასთან. ამ მოცემულობაში კოალიციაში ყოფნას ამ ორ ძალასთან არ ვხედავთ", - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერმა, ანა ნაცვლიშვილმა ტაბულასთან საუბარში აღნიშნა.

ნაცვლიშვილის თქმით, მათი მიზნები და საგარეო პოლიტიკა უკვე გაცხადებულია და ესაა დემოკრატიული სახელმწიოს აშენება. მისივე შეფასებით, იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ამ მიზნებს იზიარებენ, მათთან ღირებულებითად უფრო ახლოს იქნებიან.

"გვაქვს ევვროატლანტიკური ორიენტაცია. ჩვენი მიზანია, რომ თავად დავაკომპლექტოდ მთავრობა და თუ დაგვჭირდება კოალიციის გაკეთება მთავრობის დაკომპლექტებისთვის, მას შემდეგ, რაც ვიქნებით პარლამენტში, ამაზე ვიმსჯელებთ შემდეგ იმ ღირებულებების მიხედვით, რაც გვაქვს. ვისთანაც არ გვექნება პარტნიორობა ეს უკვე აღვნიშნე", - ამბობს ნაცვლიშვილი ტაბულასთან საუბარში.

დღეს, 13 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე, ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდეს, მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ.

კომენტარები