არანარკოტიკული საშუალებები

ძმამ მცირეწლოვან დას ნარკოტიკული საშუალება შეასუნთქა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

tvfree.ge

სოციალურ ქსელში გავცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ 15 წლის ძმა მცირეწლოვან დას, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას აწევინებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

"ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა. საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

როგორც უწყებაში ამბობენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები