სროლა აშშ-ში

ტეხასში სროლისას 5 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 20-ზე მეტი

AFP

აშშ-ის ტეხასის შტატში სროლისას დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი, დაიჭრა 20-ზე მეტი, მათ შორის 3 პოლიციელი და ერთი 2 წლამდე ასაკის ბავშვი. 7 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი თავდაპირველდ პოლიციელს გაუხსნა, როდესაც მან მისი მანქანა გააჩერა.

ამის შემდეგ მან სხვა მანქანებისა და გამვლელების მიმართულებით გახსნა ცეცხლი. მან საკუთარი ავტომობილი დატოვა, ფოსტის მანქანა მოიპარა და სროლა ამ მანქანიდან განაგრძო.

საბოლოოდ ის პოლიციამ მოკლა. მისი ქმედები მოტივი უცნობია.

ბოლო ერთი თვის მანძილზე ეს ტეხასში სროლის მეორე შემთხვევაა. ოთხი კვირის წინ ელ პასოში სავაჭრო ცენტრზე შეიარაღებულ თავდასხმას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები