თვითმკვლელობამდე მიყვანა

მოტივით, რომ "ოჯახის უფროსი" იყო, კაცი ცოლზე ძალადობდა და ამცირებდა - ქალმა თავი მოიკლა

www.geo.tv

"ოჯახში უფროსობის" მოტივით ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული დააკავეს, მას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 
რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო 
მოქმედებების შედეგად, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული ლ.დ. დააკავეს.

გამოძიება გენდერული ნიშნით ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის 
ფაქტზე, საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115-ე მუხლის 
მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს",- წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, იმ მოტივით, რომ ის "ოჯახის უფროსი" იყო, თავის მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა და ამცირებდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ პოლიციისათვის დახმარების თხოვნით არასოდეს მიუმართავთ. მორიგი კონფლიქტი 2019 წლის 24 აგვისტოს მოხდა, რის შემდეგაც ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარები