დონალდ ტრამპი

ტრამპმა G7-ის ლიდერებს შემდეგი სამიტის ჩასატარებლად ფლორიდაში საკუთარი კურორტი შესთავაზა

Vox

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში დიდი შვიდეულის სამიტზე შემდეგი შეხვედრის გასამართად ლიდერებს მაიამიში საკუთარი კურორტი და გოლფის კლუბი Trump National Doral შესთავაზა.

სამიტები დიდი შვიდეული ქვეყნებში მონაცვლეობით ტარდება. ამჟამად მასპინძელი ქვეყანა საფრანგეთი, 2020 წლის სამიტს კი აშშ-მა უნდა უმასპინძლოს.

ტრამპის თქმით ფლორიდაზე მისი კურორტი საუკეთესო არჩევანია ზომის და აეროპორტთან სიახლოვის გამო.

"ძალიან მოსწონთ სასტუმროს მდებარეობა. ასევე მოსწონთ ის ფაქტი, რომ მოსახერხებელია, რადგან აეროპორტის გვერდით არის. და ეს მაიამია, დორალი, მაიამი, შესანიშნავი ადგილია." თქვა მან სამიტის დროს.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მომავალ წელს სამიტის ადგილმდებარეობის შესახებ მიღებული არის, თუმცა "ჯერ-ჯერობით არ გვაქვს ვარიანტი, რომელიც მასთან ახლოს მოვა, განსაკუთრებით ლოკაციით."

ტრამპი პრეზიდენტობის პერიოდში დიდი შვიდეულის სამიტებს იტალიაში, კანადასა და საფრანგეთში დაესწრო. სამივე შემთხვევაში სამიტის ლოკაციასთან ახლოს არ იყო საკმარისად დიდი აეროპორტი, რომელიც ტრამპის თვითმფრინავს მიიღებდა და ამიტომ მას ვერტმფრენით გადაადილება უხდებოდა:

"ბევრი ადგილი ძალიან შორსაა, შორი გზაა მანქანით, ვერტმფრენია საჭირო. ეს კი ისეთი ადგილია, სადაც დაფრენიდან რამდენიმე წუთში მიხვალ." აღნიშნა მან ფლორიდაში საკუთარ კურორტზე საუბრისას.


ფოტო: Reuters

კომენტარები