ხანძარი

ყვარელში, ახალსოფელში ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ყვარელში, ახალსოფელში ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, რთული რელიეფის გამო ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის სამინისტროს სპეციალური მუხლუხოებიანი ტექნიკა ჩაერთო, რომელიც მეხანძრე-მაშველებს წყალს მიაწვდის, ასევე გზა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში იჭრებოდა რთული რელიეფის გამო, გაყვანილია და ​ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

ცეცხლი ყვარლის სოფელ ახალსოფელში გუშინ, 24 აგვისტოს ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს და ბუჩქებს გაუჩნდა. 

კომენტარები