NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსული ოკუპაცია

მამუკა ბახტაძე გვიან ღამით ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულებს შეხვდა 

ოთხშაბათი, 21 აგვისტო, 2019 - 11:05
პრემიერმინისტრის პრესსამსახური
tbl.ge/3y7z
დაკოპირდა
პრემიერმინისტრის პრესსამსახური
პრემიერმინისტრის პრესსამსახური
პრემიერმინისტრის პრესსამსახური
პრემიერმინისტრის პრესსამსახური
პრემიერმინისტრის პრესსამსახური

მამუკა ბახტაძე გვიან ღამით ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულებს შეხვდა. ინფორმაცია პრემიერის პრესსამსახურმა 21 აგვისტოს, დილის 1:30-ზე გაავრცელა. 

მას შემდეგ, რაც გორის სოფელ გუგუტიანთკარიდან 8 ადგილობრივი გაიტაცეს, ხოლო ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ადგილზე პირველად ჩავიდნენ. ჟურნალისტებს შეხვედრა არ გადაუღიათ, ვინაიდან მედია ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. 

"ახლა ამ წუთებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ბიჭები, ჩვენი ახალგარზდები, მშვიდობით დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. ჩვენ ვიმყოფებით ახალუბანში. ეს სამი დღე ძალიან იყო ძალიან მძიმე იყო. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბიჭები ოჯახში მშვიდობით, ჯანმრთელად დაბრუნდნენ", - თქვა ბახტაძემ. 

გუგუტიანთკარის 8 მცხოვრები ცხინვალის იზოლატორიდან გუშინ, 20 აგვისტოს გაათავისუფლეს. 

გორის სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები 19 აგვისტოს კვლავ გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით მიიტანეს. 

მავთულხლართების გაბმის პროცესი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. 

გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს. ისინი 20 აგვისტოს გაათავისუფლეს. 

20/21 აგვისტოს ღამეს მამუკა ბახტაძე და არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ხაზთან პირველად ჩავიდნენ.

პრემიერი მამუკა ბახტაძე 16 აგვისტოს ზუგდიდსა და აბაშაში იმყოფებოდა, სადაც თქვა, რომ ფაროსანას პრობლემა დასასრულს მიუახლოვდა. 17 აგვისტოს კი ის წეროვანში ომის ვეტერანებს შეხვდა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ერთ ლარად შეძენას დაპირდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე 17 აგვისტოს ფოთში იყო, სადაც მეთევზეებს შეხვდა, 19 აგვისტოს კი გურიაში მუსიკალურ ფესტივალს დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტმა ლოპოტას ტბაზე დაისვენა. 19 აგვისტოს თქვა, რომ "როცა განცხადების გაკეთებას გადაწყვეტს, გაგვაფრთხილებს".  

რუსული ოკუპაციამამუკა ბახტაძეგუგუტიანთკარიგუგუტიანთკარიდან გატაცებული მოქალაქეები

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 28 მაისი, 2026 - 12:46კალასის თქმით, EU-ს უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
  • ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026 - 14:152 აპრილს, რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
  • სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026 - 17:04სუს: ოკუპანტების მიერ 2026 წლის 20 იანვარს დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
  • პარასკევი, 20 თებერვალი, 2026 - 21:40სუს: ოკუპანტების მეირ 2025 წლის 23 დეკემბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
  • ხუთშაბათი, 22 იანვარი, 2026 - 19:30ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია - სუს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ზელენსკი პუტინს: ვიცით, რომ ომის გაჭიანურებას 2027-28 წლებამდე გეგმავთ
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 23:39

ზელენსკი პუტინს: ვიცით, რომ ომის გაჭიანურებას 2027-28 წლებამდე გეგმავთ

ზელენსკი პუტინს ღია წერილით მიმართავს და ომის დასასრულებლად შეხვედრას კვლავ სთავაზობს
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 23:18

ზელენსკი პუტინს ღია წერილით მიმართავს და ომის დასასრულებლად შეხვედრას კვლავ სთავაზობს

გვარამია: 4-იანი არც ნიშნავდა და არც ნიშნავს მიშა სააკაშვილს
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 22:18

გვარამია: 4-იანი არც ნიშნავდა და არც ნიშნავს მიშა სააკაშვილს

ლავროვი რუსეთ-უკრაინის ომზე: აშშ-ს ქმედებებიდან გამოდის, რომ ბაიდენის ომი ტრამპის ომად იქცა
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 21:14

ლავროვი რუსეთ-უკრაინის ომზე: აშშ-ს ქმედებებიდან გამოდის, რომ ბაიდენის ომი ტრამპის ომად იქცა

ზახაროვა რცხილაძეზე: ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის მან მართლაც ბევრი გააკეთა
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 20:09

ზახაროვა რცხილაძეზე: ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის მან მართლაც ბევრი გააკეთა

ყველაზე კითხვადი

ზახაროვა: ჩვენ არ დავაფინანსებთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთის მოგზაურობას
1ზახაროვა: ჩვენ არ დავაფინანსებთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთის მოგზაურობას
2რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპარქიაში გაგზავნეს
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5ზახაროვა რცხილაძეზე: ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის მან მართლაც ბევრი გააკეთა

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში