ელ-პასო

ელ-პასოში სროლისას გარდაცვლილის ქმარი საჯარო პანაშვიდს აწყობს, რადგან "სხვა ოჯახი არ ჰყავს"

independent.co.uk

ტექსასში, ელ-პასოში მომხდარი მასობრივი სროლისას მოკლული ქალის ქმარი ცოლის დასაფლავებაზე ყველას ეპატიჟება, რადგან ამბობს, რომ მას სხვა ოჯახი არ ჰყავს. 

ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს. 

ანტონიო ბასკოს ცოლი მარჯი რეკარდი ერთერთი იყო იმ 22 ადამიანიდან, რომელიც 3 აგვისტოს სუპერმარკეტ Walmart-ში მასობრივი სროლის დროს მოკლეს. ბასკო და მისი ცოლი 22 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები. 

"მას სხვა ოჯახი არ ჰყავდა. მოდით, ვაჩვენოთ მასა და მის ცოლს ელ-პასოური სიყვარული,"- დაწერა Facebook-ზე დასაფლავების ღონისძიების ორგანიზატორმა კომპანიამ. 

პოსტს ათასობით გამოხმაურება ჰქონდა. ზოგიერთი მათგანი პირობას დებს, დასაფლავებაზე მივა, სხვა ქალაქებში მცხოვრებნი კი საფლავზე ყვავილებსა და მისასამძიმრებელ ბარათებს აგზავნიან. 

KFOX 14-თან საუბრისას ბასკომ თქვა, რომ მისი ცოლი "არაჩვეულებრივი ქალბატონი" იყო. 

"როდესაც შევხვდი, ის ანგელოზივით იყო და დღემდე ასეა. იმას ვგულისხმობ, რომ არაა საჭირო მაინცდამაინც ელაპარაკო, შეგიძლია, უბრალოდ, გაიხსენო, როგორი იყო, როგორ იქცეოდა, როგორ წარმოაჩენდა თავს. როდესაც პირველად შევხვდით, ერთმანეთის მიმართ ერთნაირი გრძნობები გაგვიჩნდა და მას შემდეგ ერთად ვიყავით. ჩვენი გეგმა იყო, რომ ერთად გვეცხოვრა და ერთად მოვმკვდარიყავით," - ამბობს ბასკო.

კომენტარები