კოალიციური მთავრობა

თალაკავაძე: რომელი პარტიები ისაუბრებენ კოალიციურ გაერთიანებაზე, არჩევნებზეა დამოკიდებული

პროპორციული მოდელი, ნულოვანი ბარიერით გულისხმობს თავის თავად იმის ალბათობას, რომ რომელიმე პარტია შესაძლოა მიიღებს საკმარის უმრავლესობას მთავრობის დასაკომპლექტებლად ან შესაძლოა საჭირო გახდეს პარტიებს შორის კოალიციური შეთანხმება. თუ რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ კოალიციურ გაერთიანებაზე, ეს არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე. ყველა ჩვენი თანაგუნდელი, პოლიტიკოსი, რომელმაც წარმატებით იმუშავა ამ პარლამენტში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რა თქმა უნდა მომავალშიც ჩვენს გუნდში და პოლიტიკურ სისტემაში თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს. ბუნებრივია, კონსულტაციები მიმდინარეობს. ეს გახდება კიდევ უფრო ინტენსიური შემოდგომაზე თუ როგორ მოხდება ჩვენი მომავალი საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საუბრობს 2020 წლის შემდეგ რომელ პარტიებთან შეიძლება ითანამშრომლოს ქართულმა ოცნებამ კოალიციური მთავრობის პირობებში.

კომენტარები