პროპორციული არჩევნები

პრემიერი: სატელიტი პარტიები იმ ზღაპრების ნაწილია, რის პროპაგანდასაც ოპონენტები აკეთებენ

მამუკა ბახტაძე

"ქართული ოცნება" არასოდეს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან," - პრემიერი პასუხობს ჟურნალისტების კითხვას თუ ვისთან შეიძლება შექმნას კოალიცია ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ სატელიტი პარტიების არსებობა ოპოზიციის მიერ გამოგონილი ზღაპრების ნაწილია. 

"სატელიტი პარტიები არის იმ ზღაპრების ნაწილი, რის პროპაგანდასაც სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების უპასუხიმგებლო ნაწილი აკეთებს. მე გავაკეთე ამის შესახებ ჩემი კომენტარი და ბუნებრივია, ერთადერთი ვისზეც არის დამოკიდებული ეს არის ქართველი ხალხი, რომელიც გააკეთებს არჩევანს შემდეგი არჩევნების დროს. სხვა ყველაფერი, რასაც ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილისგან ვისმენთ, არის ტყუილი დეზინფორმაცია და იაფფასიანი პოლიტიკური ზღაპრები. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ბუნებრივი ბარიერით, რა თქმა უნდა იმისი ალბათობა, რომ შეიძლება იყოს კოალიციური მთავრობა, მნიშვნელოვნად იზრდება. ქართული ოცნება არასდროს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან - პირველი და მეორე - ჩვენი გუნდისთვის ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისია და ნატოს სრულფასოვანი წევრი არის აბსოლიტური პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე მომავალში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც ამ სულისკვეთებას იზიარებენ," - ამბობს პრემიერი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. 20-21 ივნისის აქციის დარბევის და საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა გუნდმა დათმობის ნაბიჯი გადადგა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი 1 ივლისს დაიწყო. ინიციატივა ქართულმა ოცნებამ წარადგინა.

კომენტარები