სახელმწიფომ კონსორციუმისთვის გადასაცემად გამოისყიდა მიწები და ამაში გადაიხადა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი. მთავრობამ აიღო დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნის ვალდებულება და ამას სჭირდება რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია - იქნება ეს რკინიგზა, საავტომობილო გზა, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ შევძელით, რომ ანაკლიის პროექტი დაფიქსირებულია ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პრიორიტეტულ სიაში და მე მარტივი კითხვა მაქვს იმ ადამიანებთან, ვინც თავის თავს ფინანსისტს და მით უმეტეს ექსპერტს უწოდებს, ამის შემდეგ, ნუთუ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კითხვის ნიშანი იმაზე, სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო? დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და მეტიც, გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც აუცილებელი იქნება, რათა საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი და ის აუცილებლად ექნება
tbl.ge/3x5k
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ანაკლიის პორტის პროექტზე.
ამავე თემაზე
- კობახიძე: საქართველოს უნდა აღვუდგინოთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ფუნქცია
- ხელისუფლებამ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა - ADC
- პაპუაშვილი ხაზარაძეზე: ფულზე პარიზის არბიტრაჟმა უთხრა უარი, ახლა ჯერი ხალხზეა
- ლილუაშვილი ანაკლიის პორტის საქმეზე: ხაზარაძეს ბოდიშის მოხდა მოუწევს
- ბრეგაძე ანაკლიის საქმეზე: მოსარჩელეს მთავრობის სასარგებლოდ $650 000-ის გადახდა დაეკისრა




