სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში აპოკალიფსის კულტის ლიდერს პატიმრობა მიუსაჯეს

BBC

სამხრეთ კორეაში აპოკალიფსის კულტის ლიდერს, შინ ოკ-იუს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

შინ ოკ-იუმ ფიჯიში 2014 წელს 400 ადამიანი წაიყვანა. მისი თქმით, ისინი ბუნებრივი კატასტროფებისგან იქნებოდნენ დაცული. 

მძევლების თქმით, კულტის წევრებმა პასპორტები წაართვეს და "ბოროტი სულის განდევნის" მიზნით სცემდნენ.  

სამხრეთ კორეის სასამართლომ ის რამდენიმე პუნქტში სცნო დამნაშავედ, მათ შორის თაღლითობასა და ბავშვებზე ძალადობაში.   

შინ ოკ-იუმ გრეის როუდის ეკლესია დააარსა. ეკლესია სამყაროს აღსასრულსა და ბუნებრივ კატასტროფებს წინასწარმეტყველებს. კულტის ლიდერი ქადაგებდა, რომ უახლოეს მომავალში გლობალური შიმშილი გარდაუვალი იქნებოდა, თუმცა ეს არ შეეხებოდა მათ, ვინც ფიჯის კუნძულებზე წავიდოდა. 

კომენტარები