ბახტაძე: მივმართავ ყველა მხარეს, მათ შორის ხაზარაძეს, ამ განცხადებებით არ დავაზიანოთ TBC ბანკი

TBC ბანკი არის ძალიან ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ის სისტემური ბანკია ჩვენი ეკონომიკისთვის და, რა თქმა უნდა, მე ადრეც ვთქვი და დღესაც მსურს გავიმეორო და ეს არის ჩემი მოწოდება ყველა მხარის მიმართ, მათ შორის იქნება ეს მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ადამიანები ან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პროცესისგან - ამ განცხადებებით არ დავაზიანოთ ჩვენი ეკონომიკისათვის ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი. თიბისი ბანკი არის სისტემური, ძლიერი ბანკი, წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე - აქედან გამომდინარე, ჩვენს განცხადებებში ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ სიტყვას, თითოეულ შეფასებას

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის ბრალის წარდგენაზე. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, ბოლო ორ დღეში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ზარალი 660 მილიონ ლარს აღემატება. განსაკუთრებით იზარალა TBC ბანკმა.

კომენტარები