მკვლელობა

ბრიტანელ რეპერს, Unknown T -ს ბრალი მკვლელობაში ედება

CNN

ბრიტანელ რეპერს Unknown T-ს ბრალი ადამანის მკვლელობასა და ძალადობაში ედება.

19 წლის დანიელ ლენამ (Unknown T) რამანი ბორლენდთან ერთად სტივენ ნარვაეზ-იარა მოკლა. მათთან ერთად მუჰამედ მუსიც იყო, რომელსაც ძალადობაში ედება ბრალი.

Unknown T-ს ყველაზე ცნობილი სინგლი Homerton B-ია, რომელიც წინა ზაფხულში გამოუშვა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეპ სინგლია მთელს გაერთიანებულ სამეფოში.

“პოლიცია ლონდონის სასწრაფო დახმარების სერვიზმა გამოიძახა, ახალ წელს, ორშაბათს, 1 იანვარს, დაახლოებით 02:35 საათზე” აცხადებდა დედაქალაქის პოლიცია.

ლენა და ბორლენდი მეორე დღეს დაკავეს, მუსი კი იმავე დღეს.

Unknown T, ბორლენდი და მუსი სასამართლოზე უნდა გამოცხადნენ მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, 18 ივლისს.

კომენტარები