გახარია ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ჯოხი გადატეხოს სპეცრაზმელებზე და ასევე იმ ნარატივის განვითარება, რომ არავის ბრძანება არ ყოფილა და თავისით იქცეოდა სპეცრაზმი, არის სრული კატასტროფა, გამოდის, რომ სპეცრაზმს შეუძლია, რომ მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ათასი ტყვია ისროლოს და არავინ არც კი დაინტერესდება და არ გააუქმებს ამ ბრძანებას? ეს არის გამოძვრენის მცდელობა, რომელიც დამთავრდება ჯამში წარუმატებლად. სირცხვილია ასეთი საქციელი. ამას ჯობია, რომ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაელოდოს მერე ყველა ერთად გამოძიებას, რომელსაც ეს ხელისუფლება არ მიიყვანს ბოლომდე, მაგრამ შემდეგი ნამდვილად მიიყვანს
კაპანაძე: გახარია ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ჯოხი გადატეხოს სპეცრაზმელებზე





