ფოფხაძე: სახელმწიფო გადატრიალებები ხდებოდა და ის ხალხი არ დაგვისჯია, რა სტანდარტი გაქვთ?

წინასწარ პატიმრობაზე მწვანე უნდა ავუნთოთ პროკურატურას ისეთი პირობების გათვალისწინებით, როცა არ ვიცით, რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას, რითი უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენ, რა შინაგანი რწმენით?

შეგახსენებთ იმ მოვლენებს, რომლებსაც საქართველოში ჰქონდა ადგილი. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებები ხდებოდა და ის ადამიანები ჩვენ არ დაგვისჯია, ეროვნული მთავრობა დაამხეს, ვარდების რევოლუცია მოხდა და ლამის გმირები გახდნენ ისინი, ვინც ვარდების რევოლუციაში მონაწილეობდა. მაინტერესებს, თქვენი მხრიდან რა სტანდარტია, რომლითაც მე უნდა ვიხელმძღვანელო?

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი გედევან ფოფხაძე პლენარულ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავენ.

კომენტარები