პარლამენტის პლენარულ სხდომას ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პროტესტის ნიშნად არ ესწრება. სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ პროკურატურის მოთხოვნას - საგამოძიებო უწყება პარლამენტს სთხოვს, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნას და მისი დაპატიმრების მოთხოვნის უფლება მისცეს.
სხდომაზე ნიკა მელია მივიდა. ის უმრავლესობის გადაწყვეტილებას მარტო ელოდება.