ზოიძე: ნადირობა გამოცხადდა? ამის რომ მჯეროდეს, დიდი ხნის დატოვებული მექნებოდა მანდატი

დიდი ბოდიში, ეს არის მოვლენების ინტერპრეტაცია. ნადირობა გამოცხადდა და ბრძანება იქნა გაცემული, რომ ენადირათ ადამიანებზე? კარგით ახლა, მე რომ მაგის მჯეროდეს, საერთოდ არ გელაპარაკებოდით აქედან და დიდი ხნის დატოვებული მექნებოდა ქართული ოცნების მანდატი. მე რაც ვიცი, ასეთი რაღაცა არ ყოფილა, ბრძანება იყო გაცემული მოგერიებაზე, თქვენ მანამდე კადრებიც გქონდათ გაშვებული, რა ხდებოდა, ქვებით, ხელკეტებით პოლიციელებზე თავდასხმა პროვოკატორების მიერ.

იმ უპასუხისმგებლო ადამიანებმა, პირდაპირ ვიტყოდი, გაწირეს ეს ახალგაზრდები. ხომ იცოდნენ ძალიან კარგად, რომ სპეცრაზმი იყო იქ, რომელიც არის სპეცსაშუალებებით იყვნენ შეიარაღებულები, და მაინც მოუწოდეს პარლამენტის აღებისკენ. მათ გაწირეს პირველ რიგში. ვინც მერე ესროლა [რეზინის ტყვიები], ისიც დასაჭერია და ისიც დასაჭერია, ვინც პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ TV პირველის ეთერში ინგა გრიგოლიას კითხვას, რომ 20-21 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეებზე "ნადირობა გამოცხადდა", მოვლენების ინტერპრეტაცია უწოდა.

კომენტარები