NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi

"ვიწყებთ მშვიდობიან პერმანენტულ აქციებს" - პარლამენტის წინ პროტესტი განახლდა (PHOTOS)

პარასკევი, 21 ივნისი, 2019 - 19:14
tbl.ge/3sho
დაკოპირდა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. მისი წამყვანი მიშა მშვილდაძე იქნება.

სიტყვით გამოსვლისას ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ ეს არის არა პოლიტიკოსების, არამედ, საზოგადოების აქცია. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას ალტერნატივა არ აქვს. 

ამ წუთებში სიტყვით სტუდენტები გამოდიან. მათი თქმით, ისინი არიან გარანტები, რომ აქცია მშვიდობიანი იქნება,

აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.

20 ივნისს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ხილვა. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ქართული მხარის, კერძოდ ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. მას სახელმწიფომ სპეციალური დაცვაც კი გამოუყო.

20 ივნისს ფორუმი პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, გავრილოვი კი პარლამენტის პრეზიდიუმში, თავმჯდომარის სკამზე დაჯდა, რამაც ოპოზიციური დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ჯერ ევროპულის საქართველოს წევრებმა, მოგვიანებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გავრილოვი აიძულეს, პარლამენტის შენობა დაეტოვებინა.

გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა სასტუმრო რადისონში გადაინაცვლეს, სადაც მოქალაქეთა აქცია გაიმართა. რუსმა დეპუტატებმა აეროპორტამდე გზა სირცხვილის კორიდორში გაიარეს.

პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები პასუხისმგებელი პირების, ზაქარია ქუცნაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადადგომას მოითხოვდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მათ პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც, რამდენიმე სპეცრაზმელს ჩაფხუტები და ფარები წაართვეს და ბოთლები ესროლეს. რამდენიმე საათის შემდეგ, მაშინ, როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით სცადა. აქციის მონაწილეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი, შსს-მ აქცია წყლის ჭავლებით დაშალა. აქციიდან წასულ მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, მათ შორის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ დაშავდა 240 ადამიანი, აქედან 80 - პოლიციელი. საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანებიდან ორმა მხედველობა დაკარგა, რადგან რეზინის ტყვია მოხვდათ თვალში, დანარჩენს კი ოპერაცია ჩაუტარდა. სამი ადამიანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ოპერატორები.

ელენე ხოშტარიასაქართველოს პარლამენტი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

მურა დათვის მდგომარეობის შესასწავლად 400 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა
პარასკევი, 5 ივნისი, 2026 - 19:30

მურა დათვის მდგომარეობის შესასწავლად 400 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა

რუსეთში მუშახელის დეფიციტის გამო ბავშვთა ომბუდსმენს სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევა სურს
პარასკევი, 5 ივნისი, 2026 - 18:25

რუსეთში მუშახელის დეფიციტის გამო ბავშვთა ომბუდსმენს სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევა სურს

როგორ დარეგულირდება სკოლებში მობილურების გამოყენება – წესი დამტკიცდა
პარასკევი, 5 ივნისი, 2026 - 17:49

როგორ დარეგულირდება სკოლებში მობილურების გამოყენება – წესი დამტკიცდა

შვედეთის სასამართლო: ბალტიის ზღვაში დაკავებული რუსული გემის კიევისთვის გადაცემა კანონიერია
პარასკევი, 5 ივნისი, 2026 - 17:42

შვედეთის სასამართლო: ბალტიის ზღვაში დაკავებული რუსული გემის კიევისთვის გადაცემა კანონიერია

ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
პარასკევი, 5 ივნისი, 2026 - 16:10

ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის

ყველაზე კითხვადი

ზახაროვა: ჩვენ არ დავაფინანსებთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთის მოგზაურობას
1ზახაროვა: ჩვენ არ დავაფინანსებთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სომხეთის მოგზაურობას
2უკრაინის დახმარების აქტმა აშშ-ს კონგრესში კენჭისყრაზე გამოსატანად საკმარისი ხმები მიიღო
3ზახაროვა რცხილაძეზე: ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის მან მართლაც ბევრი გააკეთა
4რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპარქიაში გაგზავნეს
5მარჯან სატრაპი, "პერსეპოლისის" ავტორი, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში