ირაკლი კობახიძის გადადგომა

პრესსამსახური: ცოტა ხანში გავრცელდება ინფორმაცია გადადგა თუ არა ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნება

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხანში გავრცელდება ინფორმაცია გადადგა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან ირაკლი კობახიძე.

ტაბულას პრესსამსახურში უთხრეს, რომ ამის შესახებ ქართული ოცნების მიმდინარე პოლიტსაბჭოზე ისაუბრებენ და განცხადებას შემდეგ გაავრცელებენ.

ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტი დღეს შეწყვიტა და საქართველოში დილით დაბრუნდა. ის წესით, ბაქოში 22 ივნისამდე უნდა დარჩენილიყო.

გუშინ, პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქციაზე შეკრებილი ადამიანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა იყო.

კომენტარები