აქცია პარლამენტთან

აშშ-ის საელჩო: ვაკვირდებით მოვლენებს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე

KCCT

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოში ამერიკის საელჩო გამოეხმაურა:

"ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში." ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დაშლა სავარაუდოდ ცრემლსადენის გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით სცადეს.

კომენტარები