"ჩემი შეფასებაა, რომ საქართველოს პარლამენტში ეს ფორუმი არ უნდა ჩატარებულიყო და ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას მიიღებს და აიღებს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის თითოეული წევრისთვის "ეს ისეთივე ემოციური და მიუღებელია", როგორც თითოეული მოქალაქისთვის.
"ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას მიიღებს და აიღებს. თუმცა, დღეს, ამ წუთებში საკითხი დგას სხვანაირად. დღეს ადგილი აქვს მცდელობას, საქართველო მოწყვიტონ მდგრადი განვითარების ორბიტას. ეს არავის გამოუვა. ეს არ არის ქართული სახელმწიფოს ინტერესში და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





