სამთავრობო ცვლილებები

ჭიაბერაშვილი: ჯანდაცვის სფეროში მინისტრების ცვლილება არსებულ პრობლემებს ვერაფერს უშველის

ტაბულა

"მინისტრების ცვლილება ჯანდაცვის სფეროში არსებულ უზარმაზარ პრობლემებსა და გამოწვევებს ქართული ოცნების პირობებში ვერაფერს უშველის" - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილის თქმით, მთავარი პრობლემა საყოველთაო ჯანდაცვის არასწორი სტრუქტურა, მისი არასწორი "დიზაინი და ფულის უყაირათო ხარჯვაა, რაც 10 ათასობით პაციენტს აკლდება".

ჭიაბერაშვილის შეფასებით, ვიდრე ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება, სერგეენკოსა, ან მისი შემცვლელის პირობებში რაიმეს შეცვლა წარმოუდგენელია.

დღეს, რუსთავი 2-თან საუბარში, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ იგი თანამდებობიდან მის შესაძლო წასვლას არ გამორიცხავს.

ცნობისთვის, მინისტრთა კაბინეტში შესაძლო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 16 ივნისს, გავრცელდა.

კომენტარები