კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო ის, რასაც ყოველთვის ვაფიქსირებ ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში. ეს დრო ჩაბარდა წარსულს, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა და კრემლიდან არ განისაზღვრება საქართველოს მომავალი. ჩვენმა ერმა გააკეთა თავისი ცივილიზაციური არჩევანი,რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში და საქართველოს სტრატეგიულ პარტნირობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამ სამი მიმართულებით ჩვენ ვართ წარმატებულები. საქართველო ნატოსთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. საქართველო ევროკავშირთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გამოიღებს შედეგს და საქართველო გააგრძელებს თავის სტაბილურ და მდგრად განვითარებას. ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს არის სწორედ რუსული პროპაგანდის ნაწილი. ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებები ორიენტირებულია პირველ რიგში ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე და იმ ფასეულობებზე, რომელიც გვაერთიანებს თითოეულ ჩვენგანს, აერთიანებს ნატოს დააერთიანებს ევროკავშირს
რუსეთ-საქართველო
ბახტაძე კარასინზე: საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, კრემლიდან არ განისაზღვრება მომავალი
tbl.ge/3rsu
დაკოპირდა

პრემიერი მამუკა ბახტაძე იმედის ეთერში გრიგორი კარასინის განცხადებებს პასუხობს.
ამავე თემაზე
- კადიროვის თქმით, საქართველოს მთავრობას არ სურს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის აშენება
- რუსებისთვის უძრავი ქონების შესაძენად პოპულარულ ქვეყნებში საქართველო მეორე ადგილზეა
- ჩერგოლეიშვილი ზახაროვაზე: ქართული ოცნების რეჟიმი ისედაც რუსეთის საქმეს აკეთებს
- საქართველოს მთავრობამ გამბედაობა გამოიჩინა, ანტირუსულ ისტერიას არ აჰყვა – რუსეთის დუმა
- გიორგი ნონიაშვილი: საქართველო – ისევ რუსული რომანტიზმის ზღვა?!




