ევოლუციური კოგნიცია

რამდენად კომპლექსურია ცხოველების მეხსიერება?

ძვ.წ. მესამე საუკუნის ბერძენ ფილოსოფოსს, ქრისიპეს, აღწერილი აქვს, თუ როგორ მივიდა მონადირე ძაღლი გზის შესაყართან, სადაც ერთმანეთს სამი გზა კვეთდა. ძაღლმა დაყნოსა ორი გზა, რომელზეც ნადავლს არ გაუვლია და შემდეგ ყოყმანის და ყნოსვის გარეშე მესამე გზას გაუდგა. ფილოსოფოსის თანახმად, ძაღლმა გააკეთა ლოგიკური დასკვნა, იმსჯელა, რომ თუ ნადავლს იმ ორი გზით არ გაუვლია, ის მესამე გზას გაუყვებოდა. 

როდესაც თაგვი ლაბირინთში გზის შესაყარს აწყდება ის რამდენიმე წამით ყოყმანობს, ვიდრე გზას გააგრძელებს. მრავალი კვლევა ამბობს, რომ იმის გადასაწყვეტად, თუ რომელი გზით წავიდეს თაგვს უწევს საკუთარი თავის პროეცირერება მომავალში. ჩვენ ვიცით, რომ მღრღნელები შეუძლიათ წარსული ქმედებების გამეორება თავიანთ ჰიპოკამპში, მერყევი თაგვი ლაბირინთში სავარაუდოდ ადარებს ძველი გზების მოგონებებს მომავლის წარმოდგენილ გზებს. ამის გასაკეთებლად, მას უნდა უნდა შეეძლოს განცდილ და პროეცირებულ ქმედებების გარჩევა, რაც "მე"-ს პირველყოფილ გრძნობის არსებობას მოითხოვს. 

ყოველი შემთხვევისთვის, ესაა ის დაშვება, რასაც მეცნიერები ასეთ ექსპერიმენტებში აკეთებენ. ჩემთვის ეს მომხიბვლელია, რადგან ამ აზრობრივ ექსპერიმენტში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ადამიანებს სჭირდებათ მეს შეგრძნება იმავე გადაწყვეტილების მისაღებად, რასაც შემდგომ ვიღებთ როგორც სხვა ორგანიზმებში მეს არსებობის მტკიცებულებას. ეს ექსტრაპოლაცია ზოგადად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ სარისკო, რადგან ის ამბობს, რომ პრობლემების გადაჭრის მხოლოდ ერთი გზა არსებობს.  

ქრისიპეს ძაღლი მსგავსი აზროვნების კარგი მაგალითია. საბედნიეროდ, დღეს ასეთი დაშვების შესამოწმებელი ტესტები გვაქვს. 1990-იანებში ფსიქოლოგებმა დევიდ და ანა პრემაკებმა წარუდგინეს თავიანთ შიმპანზეს, სარას, ორი ყუთი. ერთში მოათავსეს ვაშლი, ხოლო მეორეში ბანანი. რამდენიმე წუთის შემდეგ სარა უყურებდა, თუ როგორ ჭამდა ერთ-ერთი ექსპეირმენტატორი ვაშლს ან ბანანს. შემდეგ ეს ექსპერიმენტატორი ტოვებდა ოთახს და სარას ყუთების დათვალიერების საშუალება ეძლეოდა.

ის გადააწყდა საინტერესო დილემას, ვინაიდან მას არ უნახავს როგორ მოიპოვა ექსპერიმენტატორმა ხილი. ამის მიუხედავად, ის მიდიოდა ყუთთან, რომელშიც იყო ის ხილი, რომელიც ექსპერიმენტატორს არ უჭამია. შიმპანზემ დაასკვნა, რომ ექსპერიმენტატორმა მისი ხილი წაიღო შესატყვისი ყუთიდან და მეორე ყუთში ჯერ კიდევ იქნებოდა დარჩენილი მეორე ხილი. ცხოველების უმეტესობა არ აკეთებს მსგავს ვარაუდებს. მათგან განსხვავებით, შიმპანზეები ყოველთვის ცდილობენ მოვლენათა მიმდევრობის დადგენას, ეძებენ ლოგიკას და ავსებენ ცარიელ ადგილებს. 

სხვა ტესტში, მაიმუნებს წარუდგინეს ორი დახუფული ჭიქა, მას შემდეგ რაც მათ გაიგეს, რომ მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი იყო ყურძნით სავსე. შემდეგ ექსპერიმენტატორები ანჯღრევდნენ ჭიქებს, რომლებიც დახურული იყო. როგორც ელოდნენ, მაიმუნებს ერჩივნათ ჭიქა, რომლიდანაც შენჯღრევისას ყურძნის ხმა ისმოდა. შემდეგ ექსპერიმენტატორმა შეანჯღრიეს ცარიელი ჭიქა, რომელიც ხმას არ გამოსცემდა, მაიმუნებმა მეორე ჭიქა აირჩიეს. 

ერთხელ მე დავაკვირდი კიდევ ერთ მიზეზ-შედეგობრივი დასკვნის მაგალითს ბურგერსის ზოოპარკში, როცა შიმპანზეების კოლონია გვიყურებდა, თუ როგორ ვატარებდით გრეიფრუტით სავსე ყუთს, რომელიც მათ ძალიან უყვართ. ისინი დაინტერესდნენ ხილით და როცა ცარიელი ყუთით დავბრუნდით აყალმაყალი ატყდა, 25 შიმპანზემ ყვირილი და სტვენა ატეხა. 

ცხოველების ცნობიერების გამოკვლევა რთულია, მაგრამ ჩვენ ახლოს ვართ ცხოველებში აზროვნების ისეთი მაგალითების გამოკვლევასთან, როგორიც ზემოთ მოვიყვანე და რომელსაც ადამიანები არაცნობიერად ვერ ვასრულებთ. ჩვენ არ შეგვიძლია დავგეგმოთ წვეულება იმ რაღაცებზე ცნობიერად ფიქრის გარეშე, რომლებიც გვჭირდება; იგივე უნდა იყოს მართალი ცხოველების მიერ მომავლის დაგეგმვის შესახებ. ნეირომეცნიერება ამბობს, რომ ცნობიერება არის ადაპტაციური უნარი, რომელიც გვაძლევს საშუალებას წარმოვიდგინოთ მომავალი და დავაკავშიროთ ის წარსულის მოვლენებთან. 

ცნობილია, რომ ვირთაგვები თავს არიდებენ ზოგიერთ ტოქსიკურ საკვებს, მაშინაც როცა მათ არ აქვთ საძაგელი სუნი. მარტივი ასოციაცია ამას ვერ ხსნის. შესაძლებელია, რომ ვირთხები ცნობიერად იხსენებდნენ თავიანთ  ყველა საკვებს, რომლეიც უახლოეს წარსულში მიიღეს, რათა გაიგონ, თუ რომელმა გახადა ავად? ჩვენ ამას დანამდვილებით ვაკეთებთ საკვებით მოწამვლის შემდეგ და გული გვერევა კონკრეტული საკვების შესახებ ფიქრზეც კი ან რესტორანზე, რომელმაც ჩვენი აზრით ჩვენ საჭმლის მომნელებელ სისტემას ზიანი მიაყენა. 

შესაძლებლობა, რომ ვირთხებს შეუძლიათ საკუთარი მოგონებების განხილვა არც ისეთი წარმოუდგენელია, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მზარდი მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ წარსული მოვლენების მოგონებების გამეორება გონებაში. ასეთი მეხსიერება, რომელსაც ეპიზოდურ მეხსიერებას უწოდებენ, ასოციაციური დასწავლის განსხვავებული ფორმაა. ისევე როგორც ძაღლი სწავლობს როგორ უნდა მოიქცეს, როცა პატრონი ეტყვის რომ დაჯდეს, მას ორცხობილით დააჯილდოვებენ. ამ ასოციაციის შესაქმნელად, მწვრთნელმა უნდა მისცეს ძაღლს ჯილდო მალევე - რამდენიმე წუთის ინტერვალიც კი არ იქნება სასარგებლო. ასეთი დასწავლისგან განსხვავებით ეპიზოდურ მეხსიერება არის უნარი იფიქრო წრსულის მოვლენის შესახებ, რომელიც შესაძლოა დიდი ხნის წინ მოხდა, ისე როგორც მაგალითად ვფიქრობთ ჩვენი ქორწინების დღეზე. ჩვენ გვახსოვს ჩვენი ტანსაცმელი, ამინდი, ცრემლები, ვინ ვის ეცეკვა და ვისი ბიძა აღმოჩნდა მაგიდის ქვეშ. 

ეპიზოდური მეხსიერების კარგი მაგალითია ტაილანდის ეროვნული პარკის ველური შიმპანზები, რომლებიც სანაპიროზე ხეებზე ხილით მოკრეფით იკვებებიან. ჰოლანდიელ პრიმატოლოგს კარლინ ჯანმაათს აქვს აღწერილი, როგორ აშენებენ შიმპანზეები ღამის ბუდეს ასეთ ხეებამდე მისასვლელ გზაზე და იღვიძებენ განთიადამდე, რისი კეთებაც ზოგადად სძულთ, რადგან არის  საშიშროება, რომ ლეოპარდს გადააწყდნენ. შიში მიუხედავად, მაიმუნები დილას ადგებოდნენ კონკრეტულ ლეღვის ხემდე მიმავალ დიდ გზას, სადაც ბოლოს საკვები მოიპოვეს. მათი მიზანი იყო დაესწროთ სხვა ცხოველებისთვის, რომლებიც ხისკენ მიემართებოდნენ, დაწყებული ციყვებით დამთავრებული ნისკარტჩაფხუტებით. აღსანიშნავია, რომ ეს შიმპანზეები დგებოდნენ უფრო ადრე იმ ხეებისთვის, რომლებიც მათი ბუდეებისგან შორს იყო და უფრო გვიან დგებოდნენ თუ ხე  შედარებით ახლოს იყო და ორივე ხესთან ერთ დროში აღწევდნენ. ეს გვაფიქრებინებს, რომ მათ შეუძლიათ მგზავრობის დროის გამოანგარიშება მანძილიდან გამომდინარე. ჯანმაათის თქმით, ტაილანდელი შიმპანზეები აქტიურად იხსენებენ წარსულ გამოცდილებებს, რათა უზრუნველყონ თავიანთი საუზმე. 

ერთ კლასიკურ ექსპერიმენტში, ემბრიჯის უნივერსიტეტის ნიკი კლეიტონი იკვლევდა კალიფორნიული ჩხიკვებს, რათა გაეგო, თუ რა ახსოვდათ მათ იმ საკვების შესახებ, რომელსაც იჭერდნენ. ფრინველებს მისცეს განსხვავებული ორგანიზმები დასამალად, ზოგიერთს მისცეს იოლად ხრწნადი ორგანიზმი (ჭია) ხოლო სხვებს საკვები, რომელიც მარტივად არ იხწნება(თხილი). ოთხი საათის შემდეგ, ფრინველები იწყებდნენ ჭიების ძიებას თხილის მოძიებამდე, მაგრამ ხუთი დღის შემდეგ მათი რეაქცია საპირისპირო იყო. ისინი თავს აღარ იწუხებდნენ ჭიების მოსაძებნად, რომელიც ამ დროისთვის უკვე გაიხრწნებოდა, თუმცა ამდენი დროის გასვლის შემდეგ მათ ახსოვდათ მიწისთხილის მდებარეობა..

კარგი ილუსტრაციაა ბონობო სახელად ლისალა. ერთხელ ჩემმა თანამშრომელმა ზანა კლეიმ მოულოდნელად შენიშნა, რომ მან აიღო 7 კილოგრამიანი ქვა და ის ზურგზე წამოიკიდა. ლისალა მხრებით ატარებდა ამ მძიმე ტვირთს მაშინ, როცა ნაშიერი უკანა ტანზე ჰყავდა მოჭიდებული. ეს უცნაური იყო, რადგან ქვა აფერხებდა მის მოგზაურობას და მისგან დამატებით ენერგიას მოითხოვდა.

გზად მაიმუნი მხოლოდ ერთხელ შეჩერდა, როცა მან ქვა ძირს დადო და აიღო დამატებითი საგნები. ამის შემდეგ მან განაგრძო სიარული და 10 წუთში მივიდა დანიშნულების ადგილთან, ქვის უზარმაზარ ფილასთან. ხელის რამდენიმე მოსმით მან გადაწმინდა მტვერი და შემდეგ ლოდზე მოათავსა თავისი 7 კილოგრამიანი ქვა, ნაშიერი და შეგროვებული ნივთები - ერთი მუჭა პალმის თხილი. მან დაიწყო ამ უკიდურესად მაგარი თხილის გატეხვა, ისინი ქვის დიდ გრდემლზე მოათავსა და თავისი შვიდ კილოგრამიანი ქვით ურტყამდა ისე, თითქოს ხელში ჩაქუჩი ეჭირა. რთული წარმოსადგენია, რომ ლისალას ეს ყველაფერი გაეკეთებინა გეგმის გარეშე, რომელიც მას თხილის აღებამდე ჰქონდა. მან სავარაუდოდ იცოდა, თუ სად ეპოვა თხილი, შესაბამისად, თავისი მარშრუტი ამ ადგილის გავლით დაგეგმა და საბოლოოდ აღმოჩნდა იმ ადგილას, სადაც მან იცოდა, რომ იპოვიდა სათანადოდ მყარ ზედაპირს თხილის გასატეხად.

ასევე არსებობს მეტაკოგნიციის კვლევები, რომლებიც ცოდნის ცოდნას შეეხება. ვთქვათ, ვიღაც მეკითხება, მირჩევნია ვუპასუხო შეკითხვას 1970 იანი წლების პოპ ვარკსვლავების შესახებ თუ სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმების. მე მალევე ავირჩევდი პირველ კატეგორიას, რადგან ვიცი, რომ ამაში უკეთესი ვარ. მე ვიცი, თუ რა ვიცი. მსგასვი ექსპერიმენტები ცხოველებზეც ჩატარებულა (მაიმუნებზე, ფრინველებზე, დელფინებზე და ვირთხებზე), რაც აჩვენებს, რომ მათ ასევე შეუძლიათ ჰქონდეთ დარწმუნებულობის სხვადასხვა დონე იმის შესახებ თუ რა იციან. ისინი ასრულებენ ზოგიერთ დავალებას ყოყმანის გარეშე, მაგრამ სხვა შემთხვევებში მათ უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და ეჭვს ავლენენ.

ერთ-ერთ ადრეულ კვლევაში, დელფინს სახელად ნათუას დაავალეს ერთმანეთისგან გაერჩია მაღალი და დაბალი ტონი.  ტონის სიმაღლის მიხედვით განსხვავებული სიჩქარით ცურავდა. როცა ტონებს შორის განსხვავება მკაფიო იყო, ნათუა ცურავდა მთელი სიჩქარით და წარმოქმნიდა ტალღებს, რომლებიც ელექტრონულ აპარატს ჩაძირვის საფრთხეს უქმნიდა. მეცნიერებს აპარატის პლასტმასით დაფარვა მოუწიათ. თუ ტონები მსგავსი იყო, ნატუა ნელა ცურვას იწყებდა და თავს იქნევდა.  თუ დელფინი ტესტს ვერ აბარებდა, იმის ნაცვლად, რომ შეხებოდა ერთ-ერთ ნიჩაბს, რათა არჩევანი გაეკეთებინა, ის ეხებოდა დამატებით ნიჩაბს,რაც ნიშნავდა, რომ ის ითხოვდა ახალ ცდას, რადგან ტესტში ჩაფლავდა.

შესაძლოა ეს და კიდევ მრავალი კვლევა ვერ გვეუბნება პირდაპირ, რამდენად აცნობიერებენ ცხოველები თავიანთ მეხსიერებას, მაგრამ რთულია უარყო ის შესაძლებლობა, რომ ცხოველები ცნობიერად მოგზაურობენ დროის განზომილებაში და ამოწმებენ თავიანთ ტვინს წარსულის ცოდნაზე და გამოცდილებებზე. ჩვენ ახლა ვიწყებთ იმის გაგებას თუ რისთვის არის ცნობიერება და რატომ განიცადა ევოლუცია. ვეჭვობ, ცხოველები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი გამოცდილებების და მეხსიერების გამოკვლევა, ასევე უნდა ჰქონდეთ უნარი რომ ღიად ამოიცნონ სხეულებრივი ძვრები, რომლებსაც ჩვენ ემოციებს ვუწოდებთ. თუ ისინი აპირებენ გადაწყვეტილებების მიღებას წარსულის მოგონებების საფუძველზე, ეს სავარაუდოდ ეხმარება მათ იმის გაანალიზებაში თუ როგორ იგრძნეს თავი ამ გამოცდილების შედეგად. 

კომენტარები