აშშ-ის ვიზა

აშშ ვიზის აპლიკანტებისგან სოციალური მედიის დეტალებს მოითხოვს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი რეგულაციის თანახმად, აშშ-ს ვიზის ყველა მსურველს მოუწევს სოციალური მედიის დეტალების წარდგენა. ვიზის მსურველები სოციალური ქსელების ანგარიშების სახელებთან ერთად წარადგენენ ელექტრონული ფოსტის მისამართებს და ტელეფონის ნომრებს, რომლებიც ბოლო ხუთი წლი განმავლობაში გამოიყენეს.

"ეროვნული უსაფრთხოება ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, როცა ვიზის აპლიკაციის მიღების გადაწყვეტილებას ვიღებთ, ყველა მოგზაური და იმიგრანტი, რომელსაც აშშ-ში მოხვედრა სურს გადის უსაფრთხოების საყოველთაო სკრინინგს. ჩვენ მუდმივად ვეძებთ სკრინინგის პროცესის გაუმჯობესების მექანიზმებს, რათა დავიცვათ აშშ-ს მოქალაქეები."- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა. 

ახალი სავიზო პოლიტიკა, რომელიც პირველად 2018 წლის მარტში იყო შემოთავაზებული, უკვე დამტკიცდა. გამონაკლისებია დიპლომატიური და ოფიციალური ვიზის აპლიკანტები. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასახელა 20 სოციალური მედიის პლატფორმები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია უნდა წარადგინონ: ASKfm, Douban, Facebook, Flickr, Google+, Instagram, LinkedIn, MySpace, Pinterest, QZone, Reddit, Sina Weibo, Tencent Weibo, Tumblr, Twitter, Twoo, Vine, Vkontakte, YouKu and YouTube.

აპლიკანტები ასევე ვალდებულები იქნებიან დაასახელონ ანგარიშები, რომლებიც აქვთ სოციალურ მედია პლატფორმებზე, რომლებიც ამ სიაში ვერ მოხვდა. ცვლილება შეეხება საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო ვიზის ყველა აპლიკანტს, მათ შორის ბიზნესის ან საგანმანათლებლო მიზნით ვიზის მიღების მსურველებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენის გამოთვლებით, ამას გავლენა ექნება 710 000 საიმიგრაციო ვიზის აპლიკანტზე და 14 მილიონ არასაიმიგრაციო ვიზის აპლიკანტზე ყოველ წელს. 

კომენტარები