რაც უფრო მეტად ერევა სახელმწიფო ოჯახში, მით მეტი ოჯახი ინგრევა. გასაგებია, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთში თუ იჩხუბებს გვაქვს კანონი, რომ 5 დღეში ჩავახუტებთ ხელში განქორწინების საბუთს, ესეც ხელშეწყობაა სახელწიფოს მხრიდან. გვახსოვს ძალიან კარგად რამდენი ოჯახი გადაარჩინა მაშინ ჯერ კიდევ კომუნისტურმა წყობამ დანგრევას და განადგურებას. ექვსი თვე ხო ჰქონდათ საფიქრალი, ამის მერე სასამართლო კიდევ ორ თვეს უმატებდა იქნებ შერიგდეთ, იქნებ ბავშვები არ დატოვოთ მშობლების გარეშეო. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ოჯახი შენარჩუნებულიყო ოჯახი, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ოჯახი დაინგრეს. 5 დღეში რატომ ხდება განქორწინების მოწმობის მიცემა? რომელიმე ქვეყანაში არის კიდევ ასე კაცო?! რატომ აწყობს ვიღაცას, რომ ჩვენთან ოჯახები ინგრეოდეს, რატო არ შეიძლება, რომ ორი თვე ჰქონდეთ საფიქრალად მიცემული? გაცხარებული კავკასიელი ცოლ-ქმარი რომ მივლენ იუსტიციის სახლში, ხუთი დღე ეყოფათ იმათ დასამშვიდებლად?
ოჯახში ძალადობა
კვიციანი ოჯახში ძალადობაზე: რაც უფრო მეტად ერევა სახელმწიფო ოჯახში, მით მეტი ოჯახი ინგრევა
tbl.ge/3q8m
დაკოპირდა

თქვა პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა დღევანდელ პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის ცვლილებებს განიხილავდნენ.
ამავე თემაზე
- 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი საფანტის პისტოლეტით და დანით დაჭრა - POG
- მედია: საბერძნეთში ქართველი კაცი პარტნიორის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
- ქმარმა და მამამთილმა იძალადეს, ქმარი მოკვლით 3-ჯერ დაემუქრა – POG 21 წლის გოგოზე
- 21 წლის გოგოს თქმით, მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ქმარმა და მამამთილმა მასზე იძალადეს
- მეუღლეს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემუქრა – შსს-მ გარდაბანში 1 პირი დააკავა




