ვინც არასინდისიერად იყენებს ამ არაჩვეულებრივ საშუალებას[ვიზალიბერალიზაცია], ის ვნებს არამხოლოდ იმ სხვა იმ ახალგაზრდებს, ახალგაზრდები, რომლებსაც ხვალ ექნებათ იმისი სურვილი რომ გაეცნონ ევროპას. რომ იქ მოინახულონ ყველა ის კულტურული ღირსშესანიშნაობები და ეკონომიური საშუალებები, იმათ უშლიან ხელს სამომავლოდ და კიდევ უფრო შეიძლება, ისინი უშლიან ხელს საქართველოს სურათს საზღვარგარეთ. ის რაც ჩვენი საზოგადოება, თქვენ და ყველა ერთად ვაშენებთ ყოველდღიურად, იმას საფრთხე ექმნება რამდენიმე ადამიანის გამო, რომლებიც არასინდისიერად იყენებენ ამ არაჩვეულებრივ საშუალებას, რომელიც გამოყენებული იქნა რაც შემოღებულ იქნა ვიზალიბერალიზაცია ნახევარ მილიონ ადამიანის მიერ, 750 ათასი ვიზიტი ითვლება ამ პერიოდში. ეს არის არაჩვეულებრივი გახსნა საქართველოსი ევროპისკენ, სანამ ჩვენ შევალთ ბოლომდე ევროპაში და ევროპის გახსნა ჩვენ მხრივ და ის ტურისტული ტალღა, მართლაც უზარმაზარი ტალღა რაც ამ ბოლო წლებში ვითარდება საქართველოში არის ასევე ძალიან დიდი საშუალება რომ გაიხსნა ის კავშირები გარე მსოფლიოსთან და შიგნით თქვენ ხართ ამისი მატარებელი და ამისი მთავარი კავშირი.
სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი: ვინც არასინდისიერად იყენებს ვიზალიბერალიზაციას, ხელს უშლის საქართველოს იმიჯს
tbl.ge/3pyu
დაკოპირდა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ, ორდღიან ფორუმს მასპინძლობს. მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. (სტილი დაცულია)
ამავე თემაზე
- ზურაბიშვილი: დღეს ამუშავდა შავბნელი ძალები, ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას
- პრეზიდენტი: აღარ ვართ არც ნორმალურ სახელმწიფოში, არც ნორმალურ ქვეყანაში
- ზურაბიშვილი: ქართული ოცნება რუსული ოცნებაა
- მითხრეს, წადიო - წამოვედი, დაბრუნდიო - დავბრუნდი – ფესვების ხელმძღვანელი თბილისში ვიზიტზე
- ზურაბიშვილი: ანსამბლი "ფესვები" აჭარისკენ გააბრუნეს – თავად იფიქრეთ, საიდან მოვიდა მითითება