ინდოეთი

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოდის პარტიამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

Reuters

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის ინდოეთის სახალხო პარტიამ საყოველთაო არჩევნებში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ხმები ბოლომდე დათვლილი არ არის, თუმცა ქვეყნის საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით მოდის პარტია ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატაში არსებული 542-დან 292 ადგილის მოპოვებას მოახერხებს, რაც უმრავლესობისათვის საჭირო 272 ადგილზე მეტია. ჯამში სახალხო პარტიის ეროვნულ დემოკრატიულ ალიანსში შემავალი პარტიები 324 ადგილს დაიკავებენ.

ამავე შედეგების მიხედვით მთავარი ოპოზიციური პარტია 51 ადგილს მოიპოვებს, ხოლო ოპოზიციური ალიანსი ჯამში 111 ადგილს.

ინდოეთში საყოველთაო არჩევნები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და ის რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. მონაწილეობა 600 მილიონამდე ადამიანმა მიიღო.

კომენტარები