უფალი ბრძანებს, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ერთ-ერთი მაინც. დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა. დედისა და მამის ლოცვა-კურთხევა ქმნის სასწაულს, სასწაულს ნახავთ თქვენ ცხოვრებაში, ბედნიერი იქნებით. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი კი, შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან. ბედნიერი იყავით, ბედნიერი იყოს ყოველი ოჯახი საქართველოსი და მსოფლიოსი, ჩვენთან არს ღმერთი
tbl.ge/3p3h
დაკოპირდა

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეს განცხადება სამების ტაძარში 17 მაისს გააკეთა. 17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა ეს თარიღი 2014 წელს პატრიარქის გადაწყვეტილებით, "ოჯახის სიმტკიცის დღედ" დადგინდა - ერთი წლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა.
პატრიარქიილია IIსაქართველოს ეკლესიაჰომოფობია17 მაისიოჯახის სიწმინდის დაცვის დღეჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
ამავე თემაზე
- საია: საქართველო წლევანდელ 17 მაისსაც პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება
- 17 მაისს შიო III სამებაში წირვას აღავლენს, ქაშუეთიდან მსვლელობა გაიმართება – საპატრიარქო
- Tbilisi Pride: სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟიმის მიერ ჩაგრულ ყველა ადამიანს
- SJC: ჰომოფობიის განმტკიცებით, ოცნება პრორუსული ავტოკრატიების კიდევ ერთ მარკერს იძენს
- მდინარაძე: დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას ქართველი ხალხი!




