ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილი
Facebook

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის ტურნირის პირველ წრეში უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი ორ სეტში, ანგარიშით 6:1, 7:6(2) დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ რომის ტურნირამდე მიმდინარე წელს ბასილაშვილი ფუჩოვიჩს ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დამარცხდა.

მეორე წრეში ის ყაზახ მიხაილ კუკუშკინსა და სერბ ლასლო ჯერეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარები