დანაშაული

დაკავებულია ქალი, რომელიც უცხო ბინაში შეიპარა, ძაღლს მოეფერა და ჭურჭელი გარეცხა

WTHR

ოჰაიოში ქალი უცნობი ადამიანების ბინაში შეიპარა, სადაც ძაღლს მოეფერა და ჭურჭელი გარეცხა. დამნაშავე დაკავებულია.

​შერიფის თქმით, 6 მაისს დილით მას დაურეკეს და შეატყობინეს, რომ სოფელ ჰამდენში უცხო პირი სახლში შეიპარა.

პოლიციის წარმომადგენლები სახლის მეპატრონეს გაესაუბრნენ, რომელიც უცხო ქალის შემოპარვის დროს შინ იმყოფებოდა - მისი თქმით, ქალი უკანა კარიდან შემოვიდა, დივანზე დაჯდა და ძაღლს მოფერება დაუწყო, შემდეგ, ჭურჭელი გარეცხა და წავიდა.

სახლის მეპატრონის თქმით, ის ქალს არ იცნობს და სახლშიც არასდროს დაუპატიჟია.

მანამ, სანამ პოლიციის წარმომადგენლები სახლის მეპატრონეს კითხავდნენ, შერიფს შეატყობინეს, რომ სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა მაცხოვრებლების კარებზე უცხო ქალი აკაკუნებდა. ამ ქალის აღწერილობა ეჭვმიტანილის აღწერილობას დაემთხვა.

გაირკვა, რომ დამნაშავე შაიენ ივინგი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. ის ბინაში უკანონო შეჭრის ბრალდებით დააპატიმრეს და ნელსონვილის რეგიონალურ ციხეში გადაიყვანეს.

კომენტარები