ქალთა მიმართ ძალადობა

თბილისის ზღვის დასახლებაში მცხოვრებ ეგვიპტელ ოჯახს კენიელი ქალი ძალადობაში ადანაშაულებს

www.irishtimes.com

თბილისის ზღვის დასახლებაში მცხოვრებ ეგვიპტელ ოჯახს კენიელი ქალი, რომელიც მათთან დამხმარედ მუშაობდა, ძალადობაში ადანაშაულებს.

ტაბულას შსს-ში აღნიშნული ფაქტი დაუდასტურეს. უწყების ცნობით, დაპირისპირება მას შემდეგ  მოხდა, რაც დამხმარე ქალის დალაგებული სახლი ეგვიპტელ ოჯახს არ მოეწონა და როგორც თავად დაზარალებული ამბობს, მას სახეში გაარტყეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დაზარალებული დამხმარე ქალი ემიგრაციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.

კომენტარები