ქართული ფილმი

ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას ფილმს, "თეთრი ქარავანი", კანის კინოფესტივალზე აჩვენებენ

ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი "თეთრი ქარავანი" 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, 55 წლის შემდეგ კი ფილმი კანის კინოფესტივალს უბრუნდება, მან კლასიკურ სექციაში აჩვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ნაციონალური ფილმის ცენტრი ავრცელებს.

ფილმის გადაღება 3 წლის მანძილზე გრძელდებოდა. "თეთრი ქარავანის" სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი კი ტიტო კალატოზიშვილი იყო. ფილმში მთავარ როლებს სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი ასრულებენ.

კომენტარები