NASA

NASA: კოსმოსში განცდილი ცვლილებების უმეტესობა ადამიანის სხეულში სამუდამოდ არ რჩება

NBC

ავსტრონავტები სკოტ კელი და მარკ კელი პირველი იდენტური ტყუპები არიან, რომლებზეც NASA-მ ადამიანის სხეულზე კოსმოსური მოგზაურობის ეფექტები გამოიკვლია. სკოტ კელიმ 2015-2016 წლებში 340 დღე გაატარა კოსმოსში და დაბრუნების შემდეგ მისი დნმ ტყუპისცალისგან განსხვავებული აღმოჩნდა. ტყუპების კვლევით NASA-მ აღმოაჩინა, რომ კოსმოსში განცდილი ცვლილებების უმეტესობა ადამიანის სხეულში სამუდამოდ არ რჩება. 

დაბრუნების შემდეგ სკოტმა, მისი დედამიწაზე დარჩენილი ტყუპისცალისგან განსხვავებით, ბევრი ფიზიკური და გენეტიკური ცვლილება განიცადა.

დაბრუნების შემდეგ დროთა განმავლობაში სკოტის სხეული ნორმას დაუბრუნდა, თუმცა ზოგი უარყოფითი შედეგი მაინც დარჩა. ეს მეცნიერებისთვის გამოწვევაა, რადგან წინ ისეთი გრძელი კოსმიური მარშრუტები აქვთ დაგეგმილი, როგორიც მარსამდე ჩასვლაა.

სკოტის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ტელომერების დაგრძელდა. ტელომერები ქრომოსომის ბოლოში არსებული დამცავი ნაწილებია, რაც ადამიანის ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. ტელომერების სიგრძეს, ამჟამად, მეცნიერები სწავლობენ, როგორც დაბერების შეჩერებისა და სიმსივნის დამარცხების ერთ-ერთ გზას. მეცნიერებისთვის სკოტის ტელომერების დაგრძელების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

დაბრუნების შემდეგ სკოტის ტელომერები იმაზე მოკლე გახდა, ვიდრე მისიის დაწყებამდე ჰქონდა. დამოკლებული ტელომერები დაბერებასა და დაავადების გაჩენის რისკს იწვევს.

NASA-მ ამ კვლევით პირველად შეისწავლა ასტონავტის ტელომერები.

კოსმოსში სკოტმა სხვა არაერთი ფიზიკური და მენტალური ცვლილებაც განიცადა: ის შორსმხედველი გახდა, რადგან მისი საძილე არტერია და ბადურა გასქელდა; ადგომისას ყოველ ჯერზე მისი ფეხები ძალიან შუპდებოდა; ასევე შეიცვალა ნაწლავის მიკრობები და გენების გარეგნობაც - ყველა ეს ცვლილება დროთა განმავლობაში ნორმას დაუბრუნდა, თუმცა ზოგიერთი დნმ-ის დაზიანება და T-ლიმფოციტის გააქტიურება კვლავ უცვლელია. NASA-მ გაარკვია, რომ კოსმოსში თითქმის ერთწლიანი მოგზაურობის შემდეგ სკოტის ზოგიერთი კოგნიტურური შესაძლებლობები შემცირდა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სმიტის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კოსმოსშიც მოქმედებდა, ამრიგად, იმუნური სისტემა კოსმოსში უცვლელია.

მეცნიერების აზრით, კვლევა გვაჩვენებს თუ როგორ შეუძლია ადამიანის სხეულს დიდი კოსმოსური მოგზაურობის შემდეგ ადაპტაცია და აღდგენა, თუმცა მასთან დაკავშირებულ რისკებზე მხოლოდ ერთი კვლევა ამომწურავ პასუხებს არ იძლევა. 

კომენტარები