ბიძინა ივანიშვილს იმაზე ბევრად მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ვიდრე ერთ მოქალაქეს ევალება... პრეტენზიები ისმოდა ანაკლიის პროექტზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილს არათუ სუბიექტური ინტერესი, პირიქით, კაპიტალს ჩუქნიდა ანაკლიას...საზოგადოების გაერთიანებაზე და 9 აპრილზე გამოთქვა პოზიცია – ვიღაცამ თქვა არჩევნებს უკავშირდებაო, – არადა, არჩევნები წელიწადნახევრის შემდეგ არის. სამეგრელოში ჩასვლაც და საზოგადო საქმის მხარდაჭერაც არჩევნებს დაუკავშირეს, თუმცა მანამდე სამმა არჩევნებმა ჩაიარა. და თუ არჩევნებს უკავშირდება ეს საკითხები, ისაუბრეთ თქვენც ბატონებო ამ თემებზე, ვინ აგიკრძალათ. სასამართლოზე მოიყვანა კონკრეტული მონაცემები, რომელიც უდავოა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადამოწმებული აქვთ: გადაწყვეტილებები მოქალაქეების სასარგებლოდ მკვეთრად გაზრდილია. სტრასბურგის სასამართლოში კომუნიცირებული საჩივრები მკვეთრად შემცირებულია. ამ დროს, უკანონო ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანაში 7 წელზე მეტია მშვიდობაა, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, ევროკავშირთან პროგრესი გვაქვს, აშშ-სთან მტკიცე მეგობრობა, მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ჯანდაცვა ბევრად ხელმისაწვდომი, ტურიზმი 3-ჯერ გაზრდილი, განათლებაში კი უპრეცედენტო ინვესტიცია კეთდება. მეტი გვჭირდება? დიახ, გვჭირდება და აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად.
ივანიშვილის ინტერვიუ
თალაკვაძე: ივანიშვილს ბევრად მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ვიდრე ერთ მოქალაქეს ევალება
tbl.ge/3m0e
დაკოპირდა
არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის შესახებ. თალკვაძის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- უდუმაშვილი ივანიშვილზე: არ უნდა დამარცხებულის გვირგვინით გავიდეს ბრძოლიდან, ეშინია
- ხაზარაძე ივანიშვილზე: ქარაქუცობა ნიშნავს, რომ საქმე არ გამოგდის, ასეთები თავისკენ მოიკითხოს
- ივანიშვილი "ოცნებაზე": მზადაა, აგოს პასუხი საკუთარ თავზე, თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს
- ივანიშვილი: მაჩანჩალა პოლიტიკოსი არც საკუთარ თავს გამოადგება და არც ქვეყანას
- ივანიშვილი: პოლიტიკოსის პროფესიას თავისი, თუ შეიძლება ითქვას, ბუნებრივი დიალექტიკა აქვს