პირველი ელექტრონული კომპიუტერის პროგრამა ქალის მიერ იყო შექმნილი. დღევანდელი Wi-Fi და ბლუთუზი ქალი მსახიობის რადიო-ტექნოლოგიების შესწავლის დამსახურებით არსებობს. პირველი კაცის მთვარეზე დაშვება და უსაფრთხოდ დაბრუნება ქალი კოლეგის მეშვეობით მოხდა.
კაცი მეცნიერებისგან მათი კოლეგა ქალების მიღწევების მიწერა იმდენად ხშირია, რომ მას სახელიც დაარქვეს და მატილდას ეფექტი უწოდეს. ამ ყველაფერს ასახავს რიცხვებიც. ყველა კატეგორიაში ქალებმა 51-ჯერ მოიგეს ნობელის ჯილდო, კაცებმა კი 853-ჯერ. აქ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ქიმიკოსებზე, ბიოლოგებსა და ფიზიკოსებზე, ამას ასევე ვხედავთ ისტორიაში. საქმე რომელიც ბევრმა ქალმა ხელოვანმა, არქიტექტორმა და გამომგონებლებმა შეასრულა, ხშირად მათ კაც კოლეგებს ან თუნდაც ქმრებს მიაკუთვნეს. დროა ასეთ ქალებს და მათ დამსახურებებს გავეცნოთ.
მარგარეტ კინი, ხელოვანი

1970 წელს, ვოლტერ კენის ყოფილმა ცოლმა, მარგარეტმა რადიოში თქვა, რომ ამ სერიების შემქმნელი თვითონ იყო. როდესაც ყოფილმა ცოლ-ქმარმა ამ საქმეზე დავა დაიწყო Union Square-ზე, ვოლტერი არ გამოჩნდა. 1986 წელს მარგარეტმა ვოლტერი სასამართლოში მიიყვანა. ვოლტერმა აქტივობაში მონაწილეობაზე უარი მხრის დაზიანების გამო თქვა, როცა მარგარეტმა 4 მილიონ დოლარიანი ნახატი თითქმის 1 საათში გადახატა. მოგვიანებით კი ინტერვიუში თქვა: ქორწინების შემდეგ ნახატებს ხელს “კინით“ ვაწერდი, რადგან ეს ჩემი გვარიც იყო. მას ჩემი ნამუშევრების მისაკუთრების და ფულის მიღების შესაძლებლობა ამიტომ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მარგარეტმა ეს აღმოაჩინა, ყოფილი ქმრისთვის კითხვების დასმა არ დაუწყია, რადგან მისი რეაქციის ეშინოდა. “ჩემი ცხოვრების გამო მეშინოდა,”- თქვა მან. მაგრამ პირიქით მოხდა, ხალხში მას მხარი დაუჭირა. მარგარეტმა საბოლოოდ მიიღო მისთვის კუთვნილი თანხაც და აღიარებაც. ამ ამბის მიხედვით, ტიმ ბარტონმა 2014 წელს ფილმი Big Eyes გადაიღო.
ელიზაბეთ “ლიზი” მეგი, თამაშების დიზაინერი

1903 წელს ეს თამაში ძალიან პოპულარული გახდა მეგის მეგობრების თამაშებთან, პატენტებთან ერთად, რომელთა გაკეთებაზეც მეგი დათანხმდა. როდესაც ჩარლზ დეროუმ, მეგის "მტერმა" ის ითამაშა, იდეა მოიპარა, გააფერადა და მარტივი ილუსტრაციები დაამატა, მას Monopoly დაარქვა. თამაში 1935 წელს Parker Brothers-მა იყიდა და დეროუ პირველი მილიარდერი გახდა, რომელმაც ამას ასეთი თამაშით მიაღწია.
დიდი ხნის მანძილზე, თამაშის შემქმნელად დეროუ მოიაზრებოდა. გასათვალისწინებელია, რომ თამაშს ინსტრუქციების წიგნში მისი შექმნის ისტორიაც იყო დაბეჭდილი, მასში ეწერა: "1934 წელს, ჩარლზ ბი დეროუმ პენსილვანიიდან, Parker Brothers-ისთვის სპეციალურად შექმნა თამაში MONOPOLY.” მეგი თამაშის შემქმნელად მის სიცოცხლეში არ უღიარებიათ და დღეს თამაშის ნამდვილი მოწოდება, მიზანი დაკარგულია.
ქეთრინ ჯონსონი, მათემატიკოსი

მაგრამ მიერ შესრულებული ყველა სამუშაო ვერ დაფასდა, რადგან მაშინ ქალებს ჩანაწერებში თავიანთი სახელების მითითების უფლება არ ჰქონდათ. თუმცა ჯონსონი პირველი ქალი გახდა, ვინც ყველაფერი შეცვალა. “მოხსენება დავასრულე და მასში ჩემი სახელი შევიდა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემი დანაყოფიდან რამეზე ქალის სახელი ეწერა,”- ამბობდა ის. სწორედ ჯონსონი იყო ის ადამიანი, რომელმაც კოსმოსში პირველი ამერიკელის, აპოლო 11-ის ტრაექტორია შეიმუშავა და კოსმოსური მოგზაურობის ძირითადი პროგნოზები გააკეთა. მისი დამსახურებით ასტონავტი ჯონ გლენი პირველი ამერიკელი გახდა დედამიწის ორბიტაზე. ჯონსონი და მისი შავკანიანი ქალი კოლეგა 2016 წლის ფილმში Hidden Figures-ში არიან ნახსენები, ისევე როგორც იმავე სახელწოდწების წიგნში.
ელენე ბაქრაძე (დარიანი) პოეტი

1916 წელს შეიქმნა ცისფერყანწელთა ორდენი და მათი პირველი ჟურნალი გამოიცა. მალევე, ელენე დარიანის ფსევდონიმით დაიბეჭდა ცნობილი ლექსი “პირამიდებში.”
ლიტერატურათმცოდნე გიორგი ჯავახიშვილმა ელენე ბაქრაძის არქივის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ მოსაზრება გამოთქვა, რომ ამ ფსევდონიმის უკან სწორედაც პაულო იაშვილის ახლო მეგობარი, ელენე ბაქრაძე დგას. თავად პაოლო იაშვილს არასდროს უთქვამს, რომ ლექსები თავად ეკუთვნოდა.
მარგარეტ ნაითი, გამომგონებელი

განსაკუთრებით გვიან 1860-იან წლებში მან მუშაობა Columbia Paper Bag Company-ში დაიწყო, სადაც მან მექანიზმი გამოიგონა, რომელიც ქაღალდის ბრტყელძირიან ჩანთებს აკეთებდა, მას დღესაც იყენებენ. თუმცა, ეს იდეა ჩარლზ ენანმა მოიპარა, ის მექანიზმის აწყობისას ქარხანაში იმყოფებოდა. ნაითმა ენანს სასამართლოში უჩივლა, 1871 წელს სასამართლო ნაითის სასარგებლოდ დასრულდა. მაგრამ ცხოვრების მანძილზე არანაირი კომპენსაცია არ მიუღია. მას “ქალ ედისონადაც” მოიხსენიებდნენ.
დენის სკოტ ბრაუნი, არქიტექტორი

არქიტექტურის ფირმის თანაპარტნიორმა, სკოტ ბრაუნმა აღმოაჩინა, რომ საერთო მიღწევებზე მხოლოდ მის ქმარს მოიხსენიებდნენ ხოლმე. ის მთელი კარიერის მანძილზე ღიად იბრძოდა სექსიზმის წინააღმდეგ. არქიტექტორის ესეი "ოთახი ზემოთ? სექსიზმი და ვარსკვლავების სისტემა არქიტექტურაში" (1989) აღწერს სირთულეებს, და როგორ მოიპოვა აღიარება სივრცეში, სადაც მამაკაცი დომინირებს. ბრაუნი აგრძელებს კამპანიებს არქიტექტურაში თანასწორობისთვის. ის ახლა XX საუკუნის ერთ-ერთ წამყვან არქიტექტორად ითვლება.
ჰედი ლამარი, მსახიობი და გამომგონებელი

ლამარი გადაღებების შესვენებისას ტრაილერში ან სახლში ახალ იდეებზეც მუშაობდა. ის მისი შეყვარებულის, ჰოვარდ ჰიუჯს თვითმფრინავის კვადრატულ ფრთებს ჩიტებსა და თევზებზე წიგნების შესწავლით ეხმარებოდა, მან ასევე შუქნიშნის გაუმჯობესებული ვარიანტი შემოგვთავაზა.
მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, ლამარი კონცენტრირებული იყო მისი გამოგონებებით მოკავშირეების დახმარებაზე. მაგრამ წყალქვეშა ხომალდი რადიოტალღებით კონტროლდებოდა, რომელშიც მტერი ამჩნევდა. ლამარმა მოიფიქრა, რომ სიგნალის სხვადასხვა სიხშირეზე გადაყვანით შესაძლებელი იყო მისი დაცვა. თუმცა მას ფორმალური მომზადება გავლილი არ ჰქონდა, ამიტომ გამომგონებელ ჯორჯ ენთეილთან კოლაბორაცია გადაწყვიტა.
”სიხშირის პოტენციალი", რომელსაც ჰედი გვთავაზობდა, დაცული Wi-Fi-ის, GPS-ის და ბლუთუზის წინამორბედია. ამ გამოგონებას მოგვიანებით სამხედრო სამსახურში იყენებდნენ. მას სიცოცხლეში საკმარისად არ აღიარებდნენ. როდესაც გამომგონებელთა საერო საბჭოში გაერთიანება მოისურვა, მას უპასუხეს, რომ სჯობდა ცხოვრება ომის ობლიგაციების პოსტერების გაყიდვაში გაეტარებინა. :ვფიქრობ,ადამიანების ტვინი ბევრად საინტერესოა, ვიდრე მათი გარეგნობა", - ამბობდა ლამარი.
ENIAC-ის პროგრამისტები

1980 წლამდე ქალი პროგრამისტების დამსახურებაზე არავინ იცოდა. 1980 წელს, ჰარვარდის სტუდენტმა, ქესი კლაიმენმა ძველ პროგრამისტებზე თეზისის კვლევისას ფოტო აღმოაჩინა, რომელზეც ქალები კომპიუტერებთან დგანან. კლაიმენს ფოტოზე უთხრეს, რომ ეს ქალები მოდელები იყვნენ, რათა პროდუქტი უფრო მიმზიდველი გაეხადათ. დელვინგ ფასერმა აღმოაჩინა, რომ ქალების სამუშაო დიდი ხანია დაუფასებელია. ახლა, მათ შესახებ ბევრმა იცის და ცდილობენ პროგრამირება მომავალი თაობებისთვის გაამარტივონ.
მერიონ მაჰონი გრიფინი, არქიტექტორი

მაჰონმა წოლტერ ბარლი გრიფინზე იქორწინა. წყვილი ბევრ პროექტში ერთად იღებდა მონაწილეობას. მათ შორსაა ავსტრალიის დედაქალაქის, კანბერას დიზაინი, თუმცა მაჰონის განსაკუთრებული ფერებით შექმნილ დიზაინს ხშირად მის ქმარს მიაწერდნენ. მართალია, გრიფინის ნამუშევრები კაცი კოლეგების გამო ჩრდილში რჩებოდა, მაგრამ ახლა, ავსტრალიურმა არქიტექტურის ინსტიტუტმა შექმნა "მერიონ მაჰონი გრიფინის პრიზი", რომელიც მხოლოდ ქალ არქიტექტორებს გადაეცემათ.





