ელენე ხოშტარია

ხოშტარია: ლადო კახაძის არჩევანი სისუსტის ნიშანია, ალბათ ყველაფერს ასხივებს განახლების გარდა

პოლიტიკურად ლადო კახაძის არჩევანი უკვე სისუსტის ნიშანია. მუდმივი ლაპარაკი, რომ რაღაცა სიახლეს შემოგთავაზებთ, კასტინგის კომპანიაც დაიქირავეს, განახლებაზე ლაპარაკობენ და რეალურად, ყველაფერს ასხივებს ალბათ, განათლების გარდა, ბატონი ლადო, პოლიტიკურად. ძლიერ კანდიდატად ნამდვილად ვერ აღვიქვამ. არ ვიტყვი, რომ არ გვესმის, რა ტიპის მანქანა დაგვიპირისპირდება აქაც. ჩვენი მუშაობა უნდა იყოს გათვლილი სწორედ იმ მოპარულ ხმებზეც, გაყალბებულ ხმებზეც, რასაც აუცილებლად დაგეგმავს ქართული ოცნება. მე ვფიქრობ, რომ შალვა შავგულიძის კანდიდატურა არის ძალიან ძლიერი, იქედან გამომდინარე, რომ პასუხობს ყველაზე დიდ დღევანდელ პრობლემას. ეს არის უსამართლობის პრობლემა. სამართლის უზენაესობის და პრინციპულობის ალბათ განსახიერება არის შალვა შავგულიძე, რომელიც ერთი კონიუქტურის პირობებში კი არა, წინა ხელისუფლებაშიც და ამ ხელისუფლებაშიც იბრძოდა პრინციპების, სამართლის უზენაესობის, სასამართლო თავისუფლებისთვის. 

ელენე ხოშტარია ტვ პირველის ეთერში მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატ ლადო კახაძისა და "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" ერთობლივ კანდიდატ, შალვა შავგულიძეზე საუბრობს

კომენტარები