ნარკოდანაშაული

შსს: ქუთაისში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით 1 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ქუთაისში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა მ.წ.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები